მასშტაბური კიბერშეტევები საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდებზე. ციფრული მმართველობის სააგენტოს მონაცემებით ბოლო 2 კვირაში 10 შეტევა განხორციელდა, რამაც ქსელური ინფრასტრუქტურის პარალიზება გამოიწვია. DNS flooding შეტევის პრევენციისთვის სააგენტო უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს, რისთვისაც 3.5 მილიონს დახარჯავს. უწყება განმარტავს, რომ ამ შეტევებისას ფერხდება ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურებში არსებული სისტემები, რასაც ავტომატურად მოჰყვება სახელმწიფო უწყების სისტემების პარალიზება. რა ტიპის შეტევები ხორციელდება გოვ.ჯი-ს დომენის მქონე ვებ-გვერდებზე, რა არის რეალური საფრთხე და რას გეგმავს ციფრული მმართველობის სააგენტო?