მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

შონ

თეთრი სახლის ეროვნული კიბერუსაფრთხოების დირექტორი, შონ კერნკროსი თანამდებობას ტოვებს და მის მოვალეობას დროებით პენტაგონის მთავარი საინფორმაციო ოფიცერი, კირსტენ დევისი შეასრულებს.

Axios-ის ცნობით, კერნკროსის გათავისუფლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა, სტივენ მილერმა მოითხოვა, რომელმაც მიიჩნია, რომ დირექტორს ამ პოზიციისთვის სათანადო კიბერგამოცდილება არ აქვს.

აღნიშნული საკადრო ცვლილება აშშ-ში ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ მასშტაბურ ტექნოლოგიურ შეფერხებებს მოჰყვა, რამაც ავიარეისების შეჩერება, Microsoft Outlook-ის გათიშვა და უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ქსელის შეფერხება გამოიწვია.

მიუხედავად ამ შემთხვევებისა, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ინციდენტების უკან კოორდინირებული კიბერშეტევის ან უცხო სახელმწიფოს ჩარევის ნიშნები არ იკვეთება და არც შონ კერნკროსია რამეში დამნაშავე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები