ონლაინგადახდების ამერიკულმა გიგანტის, Mastercard-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანია $11 მილიარდ დოლამდე ღირებულების A-კლასის აქციებს გამოისყიდის. აღნიშნულ პროგრამას კომპანია მას შემდეგ აამოქმედებს, რაც მანამდე დაანონსებულ $9-მილიარდიან პროგრამას დაასრულებს. ამასთან, 15.7%-ით გაიზარდა აქციონერებზე გასაცემი კვარტალური დივიდენდის მოცულობა, რომელიც 66 ცენტით განისაზღვრა.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, რადგან დახურული სესიის დროს, აქციების ფასმა 1%-ით იმატა. დღეს, Mastercard-ის ერთი აქცია $408 დოლარად ივაჭრება, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $383 მილიარდს აღემატება - ამ მაჩვენებლით, Mastercard-ი რიგით მე-20 უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.