საქართველოში ელექტრონული კომერციასა და ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტის სფეროებში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად USAID-მა და Mastercard -მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ელექტრონული კომერციისა ეკოსისტემის გაუმჯობესება და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა USAID-ისა და Mastercard-ის საერთო მიზანია. პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას და ნდობის გაზრდას ელექტრონული ვაჭრობის მიმართ; ასევე განხორციელდება ტექნიკური ექსპერტიზა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მხარდამჭერი ინსტრუმენტის, „გონიერი კონტრაქტების“ შემუშავებას.