მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ი საქართველოში ახალ ტურისტულ ინიციატივას იწყებს  - პარტნიორობა Rezto-სთან უცხოელ ტურისტებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს

Mastercard
21.06.25 09:11
514

Mastercard, ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი, საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილ ინიციატივას აძლიერებს და Rezto-სთან, ქართულ ციფრული სარესტორნო პლატფორმასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto- პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

ახალი ინიციატივა Mastercard-ის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უნიკალური, ტექნოლოგიურად მოწინავე სერვისების შეთავაზებას.

„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი და ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენი გლობალური ტურისტული პროგრამების ლოგიკურ გაგრძელებას", - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. "სწორედ საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი სარესტორნო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, Mastercard-მა გადაწყვიტა Rezto-სთან პარტნიორობა, რათა ჩვენი რეგიონის 500 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა საქართველოში უნიკალური გამოცდილება მიიღოს”.

Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto- პლატფორმის მეშვეობით:

  • მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებები www.rezto.ge-ის პარტნიორ რესტორნებში
  • შეძლებენ წინასწარ შეუკვეთონ სასურველი კერძები და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები
  • სწრაფად და მარტივად დაჯავშნიან სასურველ ადგილს ციფრული პლატფორმის მეშვეობით
  • მიიღებენ მრავალენოვან მხარდაჭერას ჯავშნისა და შეკვეთის პროცესში

ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში მიიღონ ევროპული სტანდარტის ციფრული სერვისი ლოკალური გემოს გამოცდილებასთან ერთად. პროგრამა ითვალისწინებს როგორც მაღალი კლასის სასტუმროების რესტორნებს, ისე ლოკალურ ობიექტებს, რომლებიც ტურისტებს ქართული გასტრონომიული ტრადიციების ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობენ. - დავით წიკლაური, Rezto- დამფუძნებელი.

Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე.

საქართველო ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია ჩვენს რეგიონში და ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალური ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგილობრივ სპეციფიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე არის აგებული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები და მომხმარებლებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ტურისტები უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ციფრული სერვისების გამოყენებასა და გამარტივებული საგადახდო ფორმებით სარგებლობაზე", - განმარტავს დავით ზღუდაძე.

Mastercard-ის და Rezto- პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვას. www.rezto.ge, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობა, გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მათ შორის ბათუმში, მცხეთაში, გუდაურსა და ბაკურიანში გეგმავს. შესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto- პარტნიორობის არეალიც და სულ მალე, მთელს საქართველოს დაფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები