მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard ინოვაციების სამიტს თბილისში მასპინძლობს

Mastercard ინოვაციების სამიტს თბილისში მასპინძლობს
24.05.24 16:30
465

Mastercard თბილისში ინოვაციების სამიტს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ეს კი, ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის მანიშნებელია, რადგან დედაქალაქი Mastercard-ის ახალი რეგიონული ჰაბის სტატუსს იძენს.

Mastercard-ის ინოვაციების სამიტი დამსწრეებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს და სამომავლო პერსპექტივებს. მათ შორის, განიხილონ მიღწევები ციფრულ გადახდებში, კიბერუსაფრთხოებაში, ხელოვნურ ინტელექტში, სამომხმარებლო გამოცდილებასა და მდგრად განვითარებაში.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტი: მოხარულები ვართ, რომ Mastercard-ის ინოვაციების სამიტი თბილისში ტარდება. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველომ განიცადა და რეგიონის გადახდები მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ჩვენ მოუთმენლად ველით გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს თუ როგორ იღებს Mastercard ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს გადახდების სრულყოფილი გამოცდილება როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის“.

Mastercard-ის ინოვაციების სამიტი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა პროფესიონალებისთვის, რომელიც მონაწილეებს სწავლისა და წინსვლის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. როგორც ადგილობრივ, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ინდუსტრიის ლიდერებსა თუ ინოვატორებს, პირველი პირებისგან მიიღონ სანდრო ინფორმაცია საგადახდო ტექნოლოგიებისა თუ ტენდენციების შესახებ და შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც მათ ბიზნესებს ზრდისა და ოპტიმიზაციაში დაეხმარება.

მეტე გიუნი, Mastercard-ის სერვისების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში (EEMEA): ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს, თბილისში, ჩვენს სტუმრებს გავაცნობთ Mastercard-ის ინოვაციებს და მივაწვდით მათ ინფორმაციას უახლესი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სამიტზე გამოთქმული შეხედულებები და დაწყებული თანამშრომლობები გადამწყვეტ როლს ითამაშებს გადახდების ინდუსტრიის მომავლის ჩამოყალიბებაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.

სამიტის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან:

  • ციფრული გადახდებისა და კიბერუსაფრთხოების უახლეს ტენდენციებს
  • როგორ იყენებს Mastercard უახლოეს ტექნოლოგიებს უწყვეტი საგადახდო გამოცდილების შესაქმნელად
  • წარმატებული ქეისების მაგალითზე, Mastercard-ის საუკეთესო პრაქტიკებს
  • საგადახდო ტექნოლოგიების გასაცნობად, ინდუსტრიის ლიდერებთან და ინოვატორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს
  • ღირებულ სტრატეგიების ბიზნესის ზრდისა და ოპტიმიზაციისთვის

დრის ბელემლი, Mastercard-ის სამომხმარებლო გამოცდილების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში (EEMEA): დღეს, თბილისი Mastercard-ის ინოვაციების სამიტის მასპინძელია, რაც ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოს ციფრული გადახდების ლანდშაფტის ღირსეული წარმომადგენელია. ეს სამიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რათა გაიზიარონ Mastercard-ის, როგორც გადახდების გლობალური ლიდერის ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მონაწილეებს და ერთად ვაძლიერებთ რეგიონის ციფრულ ეკოსისტემას“.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები