მასტერქარდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „AI & Digital Commerce for Women“-ის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის მიზანი ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის პრაქტიკული ინსტრუმენტებით ქალი მეწარმეების გაძლიერებაა.
ვისაუბრებთ ბითიუს კიდევ ერთ ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საბჭო შექმნა, სადაც კერძო სექტორის ლიდერები განათლების ბიზნესის რეალურ საჭიროებებთან დაახლოებისათვის გაერთიანდნენ.
სტუმრები: დავით ზღუდაძე - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში;
ნინო ენუქიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი






























