მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ისა და VISA-ს შეთანხმებით, ამერიკული კომპანიები $30 მილიარდს დაზოგავენ

ვიზა - მასტერქარდი
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უმსხვილესი საგადასახადო კომპანიები, Mastercard-ი და VISA შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ბარათებით გადახდის დროს საკომისიო გადასახადის მაქსიმალურ ოდენობას დააწესებენ, რითაც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა, დასრულდა.

მართალია, აღნიშნული შეთანხმება, პირველ რიგში, ფორმალურად, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, მაღაზიები მიიღებენ უფლებას, Mastercard-ისა და VISA-ს ბარათების გატარებაზე უფრო მაღალი საკომისიო გადასახადი დააწესონ და შესაბამისად, მომხმარებლებს უფრო იაფიანი ბარათების გამოყენებისკენ უბიძგონ. მოსალოდნელია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ამერიკული მაღაზიები $30 მილიარდს დაზოგავენ.

Mastercard-ისა და VISA-ს მსგავსი კომპანიებისთვის, მოგეხსენებათ, ბარათების გატარების შედეგად მიღებული საკომისიო გადასახადები შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, რომლითაც, ეს კომპანიები, როგორც წესი, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამებს აფინანსებენ. ბოლო წლებში, ამ ტიპის გადასახადის მიმართ მაღაზიების მეპატრონეები მეტად ნეგატიურად განეწყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იმ საშუალოდ 2%-იანი საკომისიოს დიდი ნაწილს იღებენ არა საგადასახადო სისტემები, არამედ ბანკები, რომლებიც ბარათებს უშვებენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად, სწორედ ამერიკული ბანკები იზარალებენ.

შეგახსენებთ, რომ VISA და Mastercard-ი მსოფლიოს უდიდესი საგადასახადო კომპანიები არიან. ამერიკული VISA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $576 მილიარდ დოლარს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს. რეიტინგის პირველ ოცეულში მოხვდა ამერიკული Mastercard-იც, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $444 მილიარდს აღემატება.