მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა. პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან. ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრამდე, იგეგმება კიდევ არა ერთი ფინანსური მოდულის შეთავაზება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ქალებისთვის. ადგილობრივ ბიბლიოთეკებში შეიქმნება ფინანსური განათლების კუთხე და ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები