მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის ანიმაციის ჰაბში - USAID-ი მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას საქართველოში

ანიმაციის ჰაბი, 2 დღით, ახალგაზრდებს მასტერკლასებზე მასპინძლობს. შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარება საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად არის მიჩნეული. ბოლო წლების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით კინოინდუსტრიაში, აშკარაა გლობალური ზრდა. შემოქმედებითი ინდუსტრიების მაღალი მობილობა კი თავის მხრივ ქართველი ახალგაზრდებისთვის ქმნის დასაქმების კარგ შესაძლებლობებს. ფილმწარმოების, ვიდეო თამაშების წარმოებისა თუ პოსტპროდუქციის პროექტებში ჩართულობის გზით, ქართველი ახალგაზრდები მუშაობენ ისეთი საერთაშორისო სტუდიებისა და ბრენდების პროდუქციაზე, როგორებიცაა: Disney, Warner Bros., Universal Pictures, HBO, Paramount Pictures, NETFLIX და სხვა. როდესაც ვსაუბრობთ შემოქმედებით ინდუსტრიაზე, იქვე იგულისხმება ინტელექტუალური საკუთრების დაცვაც, შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და შემოქმედებით ინდუსტრიებში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, უკვე მეოთხე წელია, საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს საჯარო უწყებებს, კერძო კომპანიებს, ბიზნეს ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამ მულტისექტორული ინიციატივის ფარგლებში, 5 და 6 თებერვალს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია - საქანიმა , პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, მართავენ მასტერკლასების სერიას ანიმაციის ჰაბში.

სტუმრები: ნათია კაციაშვილი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პირველი კომპონენტის ხელმძღვანელი;

მარიამ კანდელაკი - საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის "საქანიმას" დამფუძნებელი და დირექტორი;

თიკა ნებიერიძე - "საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები