მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მასტერქარდი საქართველოს“ და swoop.ge-ის მიმართ მოკვლევა დაიწყო - რა გახდა მიზეზი?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, ,,მასტერქარდის'' ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ "თინეთის'' კუთვნილ ვებ-პორტალზე - swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა ფასდაკლებების შეთავაზება კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციისას.

სტუმარი: გიორგი მელაძე - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები