მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ"კანონპროექტით"

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები "რუსული კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. როგორც განცხადებაში წერია, ისინი უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ"კანონპროექტით.

"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არაერთმა სკოლამ მიიღო უამრავი სიკეთე სხვადასხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით.

მასწავლებელმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, მოსწავლეებს კი მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. კანონის მიღება ამ შესაძლებლობებს უქმნის საფრთხეს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას.

რაც მთავარია, ის შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასა და საფრთხეს შეუქმნის ნატო-ში გაწევრიანებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

მოვუწოდებთ საჯარო უწყებებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.

და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება #არარუსულკანონს #მასწავლებლისეროვნულიჯიდლო #ათეულთაკლუბი,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები