მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მასწავლებლების მარში" - აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ

აქცია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მასწავლებელთა რიგით მე-4 მარში იმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში მასწავლებლები უკვე განათლების სამინისტროსთან იკრიბებიან და საბოლოოდ 21:00 საათზე საერთო აქციას პარლამენტის წინ შეუერთდებიან.

"17:30 საათზე - ვიკრიბებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (უზნაძის 52). 19:00 საათზე - საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვითხოვთ საეთერო დროს. 21:00 - პარლამენტის წინ ვუერთდებით საერთო აქციას. ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას! მასწავლებელო, დაიცავი მოსწავლეების მომავალი!", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები