განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სასწავლო გეგმა სისტემატიურად შეიცვლება, ხოლო სახელმძღვანელოები ყოველწლიურად დაიბეჭდება იმ შენიშვნებისა გათვალისიწნებით, რაც იმ წლის განმავლობაში სამინისტროში სკოლებიდან გადაიგზავნება. გარდა ამისა ჯეჯელავა ვარაუდობს, რომ 2017 წელს უკვე იარსებებს ელექტრონული წიგნების პირველი ვარიანტები, რომლის სრული დანერგვაც ქვეყანაში დაახლოებით 10 წლიან ვადაში განხორციელდება.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, გარდა საგნობრივი გამოცდისა, მასწავლებლები მომდევნო წლიდან გამოცდებს ჩააბარებენ პედაგოგიული უნარ-ჩვევებში და ასევე მათი სკოლაში მოღვაწეობისთვის განმსაზღვრელი გახდება მშობლებთან და ბავშვებთან კომუნიკაცია.
მინისტრმა ასევე დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში მასწავლებელთა განვითარების პროფესიულ სქემაში მოცუმული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თუკი მასწავლებლები 3 წლის განმავლობაში გამოცდას ვერ ჩააბარებენ ისინი დატოვებენ სკოლას, - გაუქმდება. შესაბამისად, სკოლაში უვადო დროით დარჩებიან პედაგოგები, რომელთა არაკვალიფიციურობა საგამოცდო შედეგებით იქნება დადასტურებული.
"სქემაში მოცემული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თუ 3 წლის განმავლობაში გამოცდას ვერ ჩააბარებ სკოლას დატოვებ - გაუქმდება. უახლოს მომავალში ეს ჩანაწერი ჩანაცვლდება ამ ფრაზით - თუ 3 წელიწადში არ ჩააბარებ გამოცდას იყავი მასე", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ძალაში 2015 წლიდან შევიდა. იმ შემთხვევაში კი თუ მასწავლებელი საგნობრივი გამოცდის ჩაბარებას 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა მის ადგილზე სკოლაში ვაკანსია უნდა გამოცხადებულიყო, პედაგოგი კი სკოლაში ადგილის შევსებამდე მოვალეობის შემსრულებლად რჩებოდა. საგნობრივი ტესტის შეთავაზება კი მათთვის წელიწადში ორჯერ ხდება.

























