მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" მფლობელი კენიელი მასწავლებელი გახდა

5c979fce9b85a
BM.GE
24.03.19 19:18
1023
„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მფლობელი კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული სულ რამდენიმე წუთის წინ გამოავლინეს. ცერემონიალი დუბაიში ჩატარდა. გამარჯვებულს პრიზად 1 მილიონი დოლარი გადაეცემა.

10 ფინალისტს შორის იყო საქართველოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და 10 000 ლარის პრემია მიიღო. ის ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. არის პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ავტორი, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. 

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები