მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მათ სურთ საუბარი და მე დავთანხმდი" - ტრამპი ირანის ახალ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

რუსეთ-უკრაინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აპირებს.

მიუხედავად მზადყოფნისა, პრეზიდენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ქვეყნის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია.

„მათ სურთ საუბარი და მე დავთანხმდი, ამიტომაც დაველაპარაკები. ეს გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინათ. უნდა დათანხმდებოდნენ იმას, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი იყო. მათ ზედმეტად დიდხანს დაიცადეს“, - ციტირებს გამოცემა დონალდ ტრამპს.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება შედგეს აღნიშნული მოლაპარაკებები, აშშ-ის პრეზიდენტმა მოკლედ უპასუხა: „ამას ვერ გეტყვით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები