მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა

მატარებელი

ოზურგეთის მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა - მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

bm.ge "საქართველოს რკინიგზას" დაუკავშირდა და დეტალურ ინფორმაციას მათგან ელის.

განახლება:

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.

ფოტო ტვ პირველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები