პირველ ხაზზე ამ დაზიანების გამო შეფერხებულია მომსახურება - ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს.
საქმე ის, არის რომ დღეს დილის საათებიდან პირველ ხაზზე, მგზავრების ინფორმაციით, მატარებლები შეფერხებით მოძრაობდნენ. დაახლოებით 11:25 საათისთვის კი მეტროსადგურ "დიდუბეზე" მატარებელი ძლიერი დაკვამლიანების გამო გაჩერდა და მგზავრებს ვაგონები დაატოვებინეს. BM.GE-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა, სადაც გვიპასუხეს:
"მატარებელი, რომელშიც ტექნიკური ხარვეზის გამო, მოხდა დაკვამლიანება, მოიხსნება ხაზიდან და მოძრაობაც გაიხსნება".























