მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მათემატიკის სწავლა, როგორც ახალი თავგადასავალი

ზარზმის აკადემია
10.06.26 10:21
194

თუ გსურთ, საკუთარი თვალით იხილოთ, როგორ შეუძლია მიზანდასახულ შრომას და მონდომებას შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, ზარზმის აკადემიას უნდა ეწვიოთ. ეს არის ადგილი, სადაც სიყვარული, სიკეთე და ცოდნა ერთად ქმნიან ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოს.

აკადემიას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა, როდესაც სოფელ ზარზმის სკოლაში მათემატიკის სწავლება ზარზმის მონასტრის ბერებმა დაიწყეს. შემდეგ კი, შეიქმნა ცალკე ზარზმის აკადემია, რომლის გაძლიერებული პროგრამის შედეგად, 2007-2025 წლებში აკადემიის 56-მა მოსწავლემ სწავლა თბილისის კომაროვის სკოლაში გააგრძელა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ერთი პატარა სოფლიდან დაწყებული დიდი საქმე არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა. რამდენიმე წელიწადში, აკადემიამ აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, "The Economist" სტატიაში, სახელწოდებით "როგორ ამოვიცნოთ გენიოსი" (How to spot a genius), სადაც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერაზეა საუბარი, ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად სწორედ ზარზმის აკადემიაა მოყვანილი.

აკადემიის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებში და ეს მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ასე გაჩნდა აკადემიის ბაზაზე ახალციხის მათემატიკის მოსამზადებელი ცენტრი "ვექტორი" და შემდგომ თბილისში მათემატიკური განათლების ცენტრი "სკალა"

"სკალა" არის თბილისში მოქმედი სკოლა, რომელიც დედაქალაქში (და არამარტო) მცხოვრებ ბავშვებს მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას სთავაზობს, რომელიც მათ წარმატებისთვის ამზადებს. ეს არის ინოვაციური მეთოდები, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის. “სკალა” მათემატიკურ განათლებაში ახალ სიტყვას ამბობს. ეს არის ადგილი, სადაც მათემატიკის სწავლა ნამდვილ თავგადასავლად იქცევა.

ზარზმის აკადემიის და "სკალას" ოლიმპიადის გამარჯვებული ბავშვებისთვის ასეთი თავგადასავალი, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთში მოგზაურობა იყო.

ეს არ იყო უბრალო მოგზაურობა — ეს იყო გარდამტეხი გამოცდილება მოსწავლეებისთვის:

აკადემიური მხარე: მოსწავლეები ეწვივნენ წამყვან კვლევით ცენტრ CERGE-EI-ს და პრესტიჟულ Kepler-ის სკოლას. საერთაშორისო გარემოს გაცნობა უდიდესი სტიმულია მათი სამომავლო მიზნებისთვის.

მეცნიერება და ინოვაციები: პრაღის ეროვნულ ტექნიკურ მუზეუმში ბავშვებმა პრაქტიკაში იხილეს საინჟინრო და ტექნოლოგიური ევოლუცია.

კულტურული თვალსაწიერი: ევროპული კულტურის გაცნობა და უცხოელ თანატოლებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მოსწავლეების გლობალური ხედვის და სოციალური უნარების ჩამოყალიბებაში.

მყარი მეგობრობა: ჩვენი საუკეთესო მოსწავლეების ერთ სივრცეში შეკრებამ და გამოცდილებების გაზიარებამ საფუძველი ჩაუყარა მეგობრობის ახალ ეტაპებს.

ახალი მოტივაცია: საკუთარი ნიჭის ასეთი მაღალი აღიარება თითოეულ მათგანს უბიძგებს, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით დასახონ ახალი მიზნები.

გასნაკუთრებული ჯილდო: სკალა მომავალ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და საუკეთესო ტალანტის მქონე მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ასწავლის მათემატიკას. მე-6, მე-7 და მე-8 კლასების საუკეთესო 10-10 მოსწავლე, რომლებიც ოლიმპიადაზე გამოვლინდებიან, გაივლიან სკალას გაძლიერებულ უფასო 10-თვიან კურსს სკალაში.

ზარზმის აკადემიის ორგანიზებით, 2014 წლიდან რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით ტარდება მათემატიკური ოლიმპიადები, სადაც 4000-ზე მეტი მონაწილე რეგისტრირდება. ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება ყველა ეტაპზე სრულიად უფასოა.

2024 და 2025 წლებში ზარზმის აკადემიამ და საგანმანათლებლო ცენტრმა “სკალამ” დააორგანიზა ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების შერჩევა, ბანაკი და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრება — 2024 წელს თურქეთში, ხოლო 2025 წელს მაკედონიაში. ასევე, უკვე ორი წელია ატარებს ოლიმპიადას საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები