მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მათი თქმით, ოპოზიციამ მოიჭრა თავი და დღეს 65-70%-ს აიღებენ... ჩაატარონ არჩევნები, რისი ეშინიათ?“ - გაბრიჩიძე

კოტე გაბრიჩიძე

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე დეესკალაციისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას ასახელებს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას გაბრიჩიძე ამბობს, რომ მიმდინარე მდგომარეობა ყველა ბიზნესს აზარალებს, შედეგები კი სამომავლოდ უფრო გამწვავდება.

„მოთხოვნა არის ის, რომ ჩატარდეს ხელმეორედ არჩევნები და გამოუშვან პოლიტპატიმრები, ყველაფერი დალაგდება ამის მერე. არასდროს არცერთი პარტიის მრევლი არ ვყოფილვარ, ანალიზის უნარი არასდროს დამიკარგავს და კარგსაც და ცუდსაც ვხედავდი, ამ ეტაპზე ვერ ვხდები უბრალოდ რატომ არ შეიძლება ჩატარდეს ხელმეორედ არჩევნები? თუ „იმედს“ დავუჯერებთ, ოპოზიციამ მოიჭრა თავი და ხმას არავინ მისცემს, ე.ი. 54%-ის ნაცვლად 65-70%-ს მიიღებს დღევანდელი მთავრობა, ხოდა რისი ეშინიათ? სასწრაფოდ უნდა ჩაატარონ ეს არჩევნები და 70%-ით შევლენ პარლამენტში. ამაზე მაგარი რა არის? შანსი არ უნდა გაუშვან.

პროცესები ბიზნესს ძალიან აზარალებს, დაზაფრული ადამიანი არაფრის გამკეთებელი არ არის. ტელევიზორის ყიდვა მინდა, არ ვიყიდი, ბინა მინდა, არ ვიყიდი, რესტორანში წასვლა მინდა, ახლა სად წავალ? - ასეთი განწყობა სანამ არის მდგომარეობა იქნება რთული.ამ ამბის ამტეხი არის ზუსტად ის, ვინც პატარა ბავშვივით ფეხებს აბაკუნებს. ამ ცემა-ტყეპას ხომ საერთოდ არ ვიცი რა ჰქვია, ყველა არგუმენტი რომ გეკარგება ცემაზე მაშინ გადადიხარ ზოგადად“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები