მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მათი წასვლის შემდეგ დიდი ხარჯი გვაწვება ზურგზე" - როგორი ტურისტები გვჭირდება ინდოეთიდან?

ელენე ოთარაშვილი

ტურისტების ზრდა სექტორის შემოსავლებზე პირდაპირპროპორციულად არ აისახა - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ სასტუმრო "Golden Tulip Design Tbilisi"-ს გენერალურმა მენეჯერმა, ელენე ოთარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტორების ზრდა აპრილიდან შეინიშნებოდა, იყო პიკური პერიოდებიც, მათ შორის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისას და ახალი წლის დღეებში, თუმცა იყო გამოწვევებიც. კერძოდ, ტურისტების ზრდის მიუხედავად შემცირდა ნომრის ღირებულება და ბიზნესის მოგებიანობა საკმაოდ დაბალია.

როგორც ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, ტენდენციის მიზეზი ტურისტების გეოგრაფიის ცვლილებაა.

ამისი პირველი ახსნა არის ტურისტების პროფილის შეცვლა. როგორც იცით, პირდაპირი რეისები გვაქვს ახლა ინდოეთსა და ჩინეთთან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვყავს ინდოელი სტუმრები, რომლებიც საკმაოდ სპეციფიკური მოთხოვნებით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ცოტას ხარჯავენ, მათ შორის კვებასა და შოპინგში ... ათი წასვლის შემდეგ საკმაოდ დიდი ხარჯები გვაწვება ზურგზე, ოთახებიც ფაქტობრივად გასარემონტებელია. კი ბატონო, ინდოეთის ბაზარი უზარმაზარია, მაგრამ უმჯობესი იქნება აქცენტი ბიზნესტურიზმზე გაკეთდეს. წავახალისოთ ამ დიდი ქვეყნიდან ძვირფასი ქორწილები, დიდი კონფერენციების და ფორუმების საქართველოში გამართვა, რაც მოგვიყვანს უფრო მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს“, - ამბობს Golden Tulip Design Tbilisi"-ს გენერალური მენეჯერი.

როგორც ირკვევა, სექტორი აზიიდან ტურისტული ნაკადის მისაღებად ადაპტირდა, იცვლება სასტუმროებში კვების მენიუ, ზოგიერთმა სასტუმრომ ინდოელი შეფმზარეულები დაიქირავა, თუმცა ამ ნაბიჯების გადადგმა სამასპინძლო ინდუსტრიას არ მოსწონს.

ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადაპტაცია მოგვეხდინა ასეთი ტიპის სტუმრებისთვის. ზოგიერთმა სასტუმრომ, ჩემმა კოლეგამ, ინდოელი შეფებიც დაიქირავა, რომ მაქსიმალურად მოერგონ. ვენ მენიუში შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც მათ კმაყოფილებას გამოიწვევდა. მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამას სიხარულით ვაკეთებთ, იმიტომ რომ ის უნიკალური პროდუქტი, რითაც ჩვენ თავი უნდა მოვიწონოთ - ჩვენი სამზარეულო, ჩვენი ღვინო, ეს მათ არ აინტერესებთ და ამ მიმართულებით გვაქვს აცდენა“, - აღნიშნავს ელენე.

მისი თქმით, სასურველი იქნება საქართველო არა მას ტურიზმზე, არამედ ნიშურ ტურიზმზე აკეთებდეს აქცენტს, როგორიც არის ღვინის ტურიზმი, გასტროტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სხვა, სადაც ქვეყანას ნამდვილად აქვს შესაძლებლობა უნიკალური გამოცდილება შესთავაზოს ტურისტებს და ტურისტულ რუკაზე კონკურენტუნარიან მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები