მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა - ტრამპი ირანზე

ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი

ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია.

რაც შეეხება ნავთობის ფასების მატებას, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს „საომარი ვითარების შედეგია“, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ბაზრები მალე „ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები