საქართველოში წლების განმავლობაში სათამაშოების უსაფრთხოება კონტროლს არ ექვემდებარებოდა. არც ის მოთხოვნები იყო დადგენილი, რომელიც ბაზარზე არსებულ სათამაშოებს უნდა დაეკმაყოფილებინათ.
ინდუსტრიისთვის პროფილური საკანონმდებლო ბაზა 2021 წელს შეიქმნა და სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლიც სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.
როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი bm.ge-სთან ამბობს, შემოსული სათამაშოების პარტიები, საბაჟოზე დოკუმენტურად კონტროლდება, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ბაზარზე განთავსებულ სათამაშოებს, მათი ლაბორატორიული შემოწმება ექსპერტიზა, ძალიან მცირე მასშტაბით ხდება.
მისივე განმარტებით, წელს 120-ზე მეტი სათამაშო შემოწმდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა საქართველოს მასშტაბით ეს რაოდენობა საკმარისი არ არის.
ვახტანგ კობალაძის შეფასებით, ხარვეზებია რისკის შეფასების მიმართულებითაც, რადგან საქართველოში მავნე ნივთიერებების მხოლოდ მცირე ნაწილია რეგლამენტირებული.
“გასულ წლებში რამდენიმე ათეული სათამაშო შემოწმდა, წელს 120-ზე მეტი სათამაშოა შემოწმებული, რაც გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა საქართველოს მასშტაბით რაოდენობა არასაკმარისია.
სააგენტოდან რისკის შეფასების დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ. რისკის შეფასებას ძალიან ზოგადი ხასიათი ჰქონდა.
უმეტესი ნაწილი, მავნე ნივთიერებების, რაც ზოგადად გამოიყენება სათამაშოების წარმოებისას რეგლამენტირებული არ არის, მათი გამოყენება არ კონტროლდება. Მათ შორის არის ფტალატები, ეს არის ნივთიერება, რომელიც ჩვენ 2016-17 წლებში აღმოვაჩინეთ, 44-დან 21 სათამაშოში ფტალატების ნორმის გადაჭარბება გამოვავლინეთ. ეს ძალიან გავრცელებული მავნე ნივთიერებაა, ევროკავშირშიც, როდესაც მიმდინარეობს მონიტორინგი ხშირად ხდება ფტალატების აღმოჩენა. ფტალატები ჩვენთან არ არის რეგლამენტირებული და გაკონტროლებული” - აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე.