მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ - წლის მთავარი სპორტული მოვლენის ფინიშის ხაზთან (რ)

6405ea2d2b01d
BM.GE
06.03.23 17:31
638
საქართველომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა და მსოფლიო სპორტულ რუკაზეც საპატიო ადგილი დაიკავა. წლის მთავარი სპორტული სანახაობის ერთ-ერთი სპონსორი „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იყო.

იაპონური ბრენდი ბაკურიანში, მთავარ საშეჯიბრო ტრასასთან საგანგებოდ მოწყობილი ინსტალაციით წარდგა. თხილამურებით გაფორმებული „მაზდა CX5“ მონაწილეებს ფინიშის ხაზთან ელოდა.

თამარ ხოსროშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვფიქრობ,მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც წელს ბაკურიანში გაიმართა, ქვეყნის მთის კურორტებისა და სამთო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხარია, რომ ამ დიდ საქმეში „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებსა თუ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კიდევ უფრო დეტალურად გასცნობოდნენ მაზდას უახლეს მოდელს, Mazda CX5-ს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ დიდი თოვლის პირობებში მაზდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რთული კლიმატი მისთვის დაბრკოლება არ არის“.

წლის ყველაზე ექსტრემალური ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც 42 ქვეყნიდან 700-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ პირველობისთვის შვიდ სახეობაში იასპარეზეს.

კურორტის სტუმრებისთვის წლის მთავარი სპორტული მოვლენა სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა „მაზდა ცენტრი თეგეტა“.

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები