მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ი 2027 წლამდე 9000-მდე რესტორნის გახსნას გეგმავს

MC

McDonald's-სს, რესტორნებში გაყიდვების გაზრდის მიზნით, 2027 წლისთვის 8 800-ზე მეტი ლოკაციის გახსნა და ლოიალობის პროგრამაში 100 მილიონი წევრის დამატება სურს. CNBC-ის ცნობით, სწრაფი კვების ქსელი მომხმარებლის მოზიდვას სავარაუდოდ, ბურგერის გაუმჯობესებული ვერსიის ეტაპობრივად შემოტანით და ქათმის მოხმარების გაორმაგებით აპირებს.

ქსელს 30 სექტემბრის მდგომარეობით მსოფლიოში 41,198 რესტორანი ჰქონდა. 2027 წლისთვის ამ მაჩვენებლის 50,000-მდე გაზრდა სურს. მათგან 900 აშშ-ში გაიხსნება, 1900 რესტორანი საერთაშორისო ოპერირებადი ბაზრების სეგმენტში და დაახლოებით 7000 ერთეული საერთაშორისო განვითარების ლიცენზირებული ბაზრების განყოფილებაში.

„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩინეთში არ შეიძლება იყოს 20,000-დან 25,000-მდე მაღაზია ან რესტორანი - ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზარი მთელს მსოფლიოში“, - თქვა „მაკდონალდსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ.

რაც შეეხება კაპიტალდანახარჯს, McDonald's-ის განვითარების დიდი გეგმები ასეთია: 2023 წელს კაპიტალდანახარჯი $2,2-იდან $2,4 მილიარდამდე იყო. 2024 წლისთვის, კომპანია $2,5 მილიარდის კაპიტალურ ხარჯებს ელოდება, ხოლო 2025-დან 2027 წლამდე, „მაკდონალდსი“ კაპიტალის ხარჯების $300 მილიონიდან $500 მილიონამდე ზრდას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები