მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ი, 30 წლის განმავლობაში პირველად, ფრენჩაისზე ფასებს ზრდის

მაკის ფრენჩაიზი

ამიერიდან კომპანიებს ან კერძო პირებს, რომლებიც McDonald's-ის სახელითა და ფრენჩაიზით ახალი რესტორნის გახსნას გადაწყვეტენ, უფრო მაღალი საავტორო ჰონორარის გადახდა მოუწევთ.

სწრაფი კვების გიგანტი 1 იანვრიდან საგადასახადო სისტემას ცვლის და ფრენჩაიზის ფასს 4-5%-ით ზრდის. ეს არის 3 ათწლეულის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა McDonald's-მა საავტორო ჰონორარი გაზარდა.

საფასო პოლიტიკის ცვლილება უკვე არსებულ რესტორნებს არ შეეხებათ, მათ შორის არც მათ, ვინც ფრენჩაიზი სხვა ოპერატორისგან შეიძინეს. ცვლილება ასევე არ ვრცელდება უკვე არსებულ ლოკაციებზე რესტორნის თავიდან აშენების, ან ოჯახის წევრებზე გადაფორმების შემთხვევაში. 

“მართალია, ჩვენ შევქმენით ინდუსტრია, რომლის სათავეშიც ახლა ვართ, თუმცა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ “წარმატების” მნიშვნელობის ცვლილება და ხანგრძლივ წარმატებას მოვარგოთ ის ისე, რომ ჩვენი ბრენდის ღირებულება ისეთივე ძლიერი დარჩეს, როგორც აქამდე იყო”, - წერს McDonalds-ის ამერიკული ხაზის პრეზიდენტი ჯო ერლინგერი CNBC-ს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მდებარე McDonald's-ის 13 400-მდე რესტორნიდან, 95% სწორედ შეძენილი ფრენჩაიზია. ისინი ყოველთვიურად არა მხოლოდ ქირას, არამედ საავტორო ჰონორარს და კომპანიის სატელეფონო აპლიკაციის ღირებულებასაც იხდიან, რაც McDonald's-ის სისტემით ოპერირების საშუალებას აძლევთ. 

ბოლო წლებში McDonald's-სა და მათი ლიცენზიის მქონე კომპანიებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. II კვარტალში ფრენჩაიზებმა კომპანიასთან ურთიერთობა 5-დან 1.7 ქულით შეაფასეს. თუმცა შეფერხების მიუხედავად, სწრაფი კვების გიგანტისთვის ბიზნესი ყვავის. II კვარტალში, ადგილობრივი გაყიდვები 10.3%-ით გაიზარდა McDonalds-is მენიუში შემავალი ყველაზე ძირეული ბურგერების, მათ შორის ბიგ-მაკის ხარჯზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები