მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-ი კაფეების ახალ ქსელს ხსნის, რომელიც კონკურენციას Dunkin’-სა და Starbucks-ს გაუწევს - CNBC

მაკი

McDonald’s-ი ახალ ქსელს, სახელად “CosMc's”, ხსნის, რომლის მთავარი კონცეფცია ყავა და სხვა სასმელები იქნება. კომპანია ამით Starbucks-ისა და Dunkin’-ისათვის კონკურენციის გაწევას შეეცდება - წერს CBS.

CosMc's-ის პირველი რესტორანი აშშ-ში, ილინოისის შტატში მიმდინარე თვეს გაიხსნება, მომავალი წლიდან კი ქსელი გაფართოვდება და რამდენიმე ახალ ობიექტს გახსნის.

ახალი ქსელის შექმნის მიზეზი დღის განმავლობაში სხვადასხვა სასმლის “თან წაღების” (take-away) სერვისზე გაზრდილი მოთხოვნაა, რაც McDonald’s-ისათვის ძლიერი მიმართულება არაა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, კრის კაპჩინსკი აღნიშნავს, ახალი რესტორანი გააჩენს შესაძლებლობას, შეიქმნას ახალი, უნიკალური სასმელები, რის რესურსსაც სწრაფი კვების ობიექტი არ იძლევა.

პრეზენტაციაზე კონცეპტზე საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ CosMc's პასუხობს კითხვას “რა მოხდებოდა, თუ 1980-იანი წლების McDonald's-ის ცნობილი პერსონაჟები, უცხოპლანეტელი, სერფინგისტი და რობოტი 2023 წელს რესტორანს გახსნიდნენ?!”

უკვე ცნობილია ახალი ქსელის მენიუც, რომელიც ახალ გემოებთან ერთად, ყველასათვის ნაცნობ პროდუქტებსაც გააერთიანებს.

ჯერჯერობით უცნობია, გაცდება თუ არა CosMc აშშ-ის საზღვრებს, თუმცა ვიცით, რომ 2024 წელს მისი 10 ობიექტი გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები