Mcdonald’s- მა ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კალიფორნიის რესტორანში საკუთარი ლოგო ამოაბრუნა და ქალებს ასე მიულოცა დღევანდელი დღე. გარდა ამისა, მაკდონალდის 100-მდე ობიექტში მომსახურე პერსონალი განსაკუთრებული ქუდებითა და მაისურებით მოემსახურება მომხმარებელს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა ქალების მიღწევების მიმართ.

























