"მაკ ჰეფი დეის" კამპანიის ფარგლებში, გუშინ მაკდონალდს საქართველო აუტიზმის ცენტრ "პირამიდას" ესტუმრა და აუტისტურის სპექტრის მქონე ბავშვებს კიდევ ერთი დღე გაუფერადა. კამპანიას ყოველწლიური ხასიათი აქვს და ამ წლების განმავლობაში მან უამრავი ბავშვის გახარება მოახერხა, წლევანდელმა აქტივობებმა კი სტარტი პირველ ივნისს აიღო. კამპანიის ფარგლებში მრავალი საინტერესო სესიაა დაგეგმილი, ამ ეტაპისთვის კი მოდელირებული კოტეჯების მშენებლობა დაასრულა მაკდონალდს საქართველო, რომელმაც ბავშვებს თავიანთი სამყარო შეუქმნა.