მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მჭედლიშვილი: "ბიზნესკონტაქტს" ადამიანმა უნდა უყუროს იმისთვის, რომ განათლება მიიღოს უფასოდ

574ffe7b9786d
BM.GE
02.06.16 13:35
1258
მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

"ეს გადაცემა არის უნიკალური, ეს არის პლატფორმა და ყოველთვის გვაქვს საშუალება, იმის რომ პრობლემებზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ წარმატებებზე. როგორც ყოფილი ჟურნალისტი მსურს ვუთხრა მაესტროს დამფუძნებლებს, რომ გაცილებით რთულია ეკონომიკური პროფილის გადაცემების გაკეთება, ვიდრე პოლიტიკური თოქ-შოუების და შესაბამისად საქართველოში არც გვაქვს ასეთი გადაცემები.

ეს არის უნიკალური გადაცემა, უნიკალური გუნდით, რომელიც მაღალპროფესიულად აკეთებს საქმეს. ასეთ დეტალებში ეკონომიკური თემები არსად შუქდება.

ჩემი აზრით, ქართველ ერს პირველ რიგში სჭირდება ეკონომიკური განათლება. ეკონომიკური განათლების არქონის გამო ხდება რომ გლეხი ვერ ყიდის პროდუქციას, უმუშევარი ვერ შოულობს სამსახურს და ა.შ. იმ მაგალითებს რაც თქვენს გადაცემაშია უნდა უყუროს ადამიანმა იმისთვის, რომ განათლება მიიღოს უფასოდ.

გიორგი ისაკაძემ შექმნა ეს გადაცემა და ის წერილი რაც გამოაქვეყნეს რომ თურმე ხელფასის გაზრდა უნდოდა ისაკაძეს და ამიტომ გაუშვეს, უბრალოდ მიუღებელი საკითხია“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები