მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია: "სტარტაპები პრაქტიკულად არ ფინანსდება"

57eb986a22854
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.16 15:10
1298
"სტარტაპები პრაქტიკულად არ ფინანსდება", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე აცხადებს.  მისი განმარტებით, ახლახანს მთავრობამ დაიწყო ინოვაციური სტარტაპების დაფინანსება, თუმცა, სხვა მიმართულებით დამწყები ბიზნესი თითქმის არ ფინანსდება.

მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან არსებობს მხარდაჭერის და თანადაფინანსების პროექტები, მაგრამ საბოლოოდ სესხის გაცემაზე გადაწყვეტილებას ბანკები იღებენ. ასოციაციის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ უმეტეს შემთხვევაში დაფინანსებას ისევ ძლიერი კომპანიები იღებენ და სტარტაპები ვერ ფინანსდებიან.

"სტარტაპებზე გვიჭირს ძალიან. იქიდან გამომდინარე, რომ რისკებს საბოლოოდ ბანკები აფასებენ, შესაბამისად, გამოდის ისე, რომ ძლიერი კომპანიები იღებენ დაფინანსებას. ბანკი ისე არ აანთებს მწვანეს, თუ იქ უზრუნველყოფა და ბრუნვები ვერ ნახა",- აცხადებს ჭელიძე.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო საჭიროა 5 - ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა მუდმივი იყოს, რადგან სტარტაპებს ამ მიმართულებით მაინც ჰქონდეთ გარანტირებული დაფინანსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები