მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო მეწარმეები პრემიერს 3 მოთხოვნით მიმართავენ

5fc52bdd0779a
ანუკა ჯოხაძე
30.11.20 23:15
1103
საქართველოს მეწარმეთა კავშირი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმეს აერთიანებს პრემიერს კონკრეტული ინიციატივებით მიმართავს. წერილით პრემიერის აპარატს მეწარმეთა კავშირმა დღეს დილით მიმართა. მიმართვაში განხილული ყველა საკითხი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული. როგორც მეწარმეთა კავშირის დამფუძნებელი ამბობს, დღეს როცა მცირე ბიზნესს ყველაზე მეტად წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია უჭირს, მეწარმეები გამოფენა-გაყიდვის ჩასატარებლად სივრცეების გამოყოფას ითხოვენ, ეს კი იმისთვის, რომ პროდუქციის გაყიდვა შეძლონ და მიღებული მცირედი შემოსავლით იარსებონ.

მოთხოვნების სრული ჩამონათვალი ასეთია:

1. გამოიყოს ღია სივრცეები, სადაც მცირე მეწარმეები პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებენ. როგორც მიმართვაშია აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

2. საათობრივი შეზღუდვა გადაიწიოს 1 საათით, 22:00-დან 05:00 საათამდე. დაიშვას სპეციალური გადაადგილების საშვები სუპერმარკეტების თანამშრომლებისთვის და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რითაც ღამის 22:00-დან 00:00 საათამდე, მაღაზიების თანამშრომლების სახლების დარიგება მოხერხდეს.

3. დაიშვას სპეციალური გადაადგილების საშვები რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც შეძლებენ ონლაინ მიღებული შეკვეთების დარიგებას თბილისში და დაბრუნდებიან უკან რეგიონებში, შეზღუდვის საათებში, საშვების მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები