მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცირე მოცულობის ისეთ სესხებზეა საუბარი რომლის რესტრუქტურიზაციას ბანკები ისედაც აკეთებდნენ"

5bf2765b25832
BM.GE
19.11.18 12:37
625
საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ბანკები ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ და პრემიერის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივა წინასაარჩევნო პიარია.

„უიმედო სესხების ჩამოწერას ბანკები ყოველწლიურად ახდენენ. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოეწერა უიმედო სესხების სახით მოქალაქეებს. დაახლოებით 600 მლნ ლარი ჩამოწერეს კომერციულმა ბანკებმა ჯამში უიმედო სესხების სახით. ეხლა გვესმის რომ ამაში ქართუ შეეშველება მათ. ეს არის მორიგი სატყუარა. მცირე მოცულობის ისეთ სესხებზეა საუბარი რომლის რესტრუქტურიზაციას ბანკები ისედაც აკეთებდნენ. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა მსგავსი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა მსგავსი ინიციატივა წამოსული? ქართული ოცნება გუშინ მთელი დღე ამბობდა რომ ინფორმაციამ მათი ოფისიდან გაჟონა, ეს არ უნდა გამოდგეს მორიგი ბლეფი. სანამ კონკრეტულ სქემას არ დადებენ გვაქვს უფლება ეჭვი შევიტანოთ რომ ესაა წინასაარჩევნო პიარი“, - ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 15 დეკემბრიდან ვალების ჩამოწერის პროცესიიწყება. ინიციატივა 600 000 ადამიანს შეეხება და ჯამში საუბარია 1.5 მილიარდი ლარის დავალიანებაზე. თუ რა ფორმით მოხდება ვალების ჩამოწერა, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები