მცხეთაში, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ახალი ხიდი აშენდება. როგორც bm.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ძველი ხიდი, რომლითაც ამჟამად ქალაქთან დაკავშირება ხდება ვიწროა და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს, ახალი კი უფრო განიერი იქნება. დეპარტამენტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა ძველი ხიდის დემონტაჟი, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით, უწყებებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს. ,,გადაწყდება ისე, როგორც ეს ქალაქისთვის იქნება უკეთესი“-განაცხადეს დეპარტამენტში. ახალი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი უვე გამოცხადებულია, პროექტის წინასწარი ღირებულება 7,6 მილიონი ლარია.

























