მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მცხეთაში მშენებლობებზე მორატორიუმის შეზღუდვების ნაწილი უნდა მოიხსნას"

5bdae5fe94792
BM.GE
01.11.18 15:38
661
მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებით მორატორიუმში შესატან ცვლილებებზე საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და იუნესკოსთან ერთად აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს მცხეთის განვითარების საკითხზე.

„უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლა. ვგეგმავთ მათთან ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რაც გვინდა მორატორიუმში განვახორციელოთ, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება იმისკენ, რომ მორატორიუმის გარკვეული ელემენტები, შეზღუდვები იყოს მოხსნილი. რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი შეზღუდვები, რომელიც არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე. ეს არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე კატეგორიის, ან პირველი კატეგორიის შენობა-ნაგებობებზე. წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ამ ინიციატივის წარმოდგენას, მას შემდეგ, რაც იუნესკოს მისია ჩამოვა და გვექნება მათთან კონსულტაციები“ , - განაცხადა მინისტრმა. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები