მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

5bf79681688a5
BM.GE
23.11.18 09:53
577
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის კონკურსი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ), მცხეთის ისტორიული ძეგლები - ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა. ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცხეთაში განაშენიანებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.

რაც შეეხება გენგეგმას, - კონკურსზე მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები