მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ცნობილია

5c5925ed15795
თელარა გელანტია
05.02.19 10:01
1029
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა.

მგფ-ის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობა ,,აქოლისი”, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.

UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. უსისტემო და ქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავებული იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობის განვითარებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები