მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცხეთის რაიონში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა

5a362a5034b73
BM.GE
17.12.17 18:00
1112
ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო - შპს „წეროვანი აისი“ შეიქმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ბესო თალაკვაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

„წეროვანი აისის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 520 670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 208 268 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 260 335 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს.

2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეიქმნა 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 9 საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 166 ახალი საწარმო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები