მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდ. არაგვის ხიდზე, 10 დღით, მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება - გზების დეპარტამენტი

სს
14.03.25 21:30
819

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდ. არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორცილედება.

მათი ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა.

დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები