მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე მოლოდინის მსგავსი არაა, მაგრამ უკეთესია წინა თვეებთან შედარებით“ - მებაღიშვილი

ვაჟა მებაღიშვილი

უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ს თანადამფუძნებლის ვაჟა მებაღიშვილის განცხადებით, გასული თვეებისგან განსხვავებით, მარტიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა მაჩვენებლები მოლოდინებს ჩამორჩება.

„მოცემულობა იყო ის, რომ მოთხოვნა იყო დაპაუზებული და ამას არავინ უარყოფს. დღეს, დავეთანხმები კოლეგებს და ჩემი კერძო კომპანიის მაგალითიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მარტიდან ნამდვილად გააქტიურდა ბაზარი. როდესაც გროვდება მოთხოვნა, შემდეგ ეს ერთბაშად იჩენს თავს და ამ ფაზაში ვართ ახლა. ძალიან მგრძნობიარეა ეს ბაზარი და პატარა დეტალებიც კი ახდენს გავლენას. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს, რაც გვქონდა ისეთი ნამდვილად არ არის, მაგრამ უკეთესია წინა თვეებთან შედარებით“,- განაცხადა მებაღიშვილმა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ეთერში .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები