მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდგრადი სოფლის მეურნეობა - #Way2SUSTAINABILITY

მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა - რა გამოწვევები და შესაძლებლობები გვხვდება საქართველოში აღნიშნული მიმართულებით. სოფლის მეურნეობა მსოფლიოს უდიდესი ინდუსტრიაა. სფეროში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მთლიანი წარმოების ღირებულება სოფლის მეურნეობის ბაზარზე 2024 წელს 3.9 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზომა მუდმივ ფასებში 2023 წელს 3.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავი ფაქტია ისიც რომ ქვეყნის მთლიანი ფართობის 43.4% სასოფლო-სამეურნეოდ ვარგისია და აგრარული მრავალფეროვნებითა და ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგით გამოირჩევა, თუმცა, ინოვაციებისა და მდგრადი მიდგომების ნაკლებობის გამო დარგი ქვეყნის ნაკლებად კონკურენტუნარიან სექტორად მიიჩნევა. ამასთან ერთად აღსანიშნავია ის ზეგავლენა გარემოზე, რომელიც ამ სექტორიდან გამომდინარეობს.

მდგრადი სოფლის მეურნეობა მიზნად ისახავს საკვების უსაფრთხოებას, ნიადაგის ნაყოფიერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, მწვანე პრინციპების დანერგვას წარმოებაში, არაგანახლებადი რესურსების შემცირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პასუხისმგებლიანი წარმოების შესახებ.

სტუმრები: რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი;

ჯუბა მარუაშვილი - FAO-საქართველოს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი;

იოსებ ძმანაშვილი - „აგროსფეროს“ პროდუქტების მართვის განყოფილების უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები