მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“

BM.GE
08.07.21 13:15
1111
„მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ - ამ სახელწოდების ქვეშ 13 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში,“ USAID-ის ,,ზრდა“ პროექტის ორგანიზებით პრეზენტაცია გაიმართება, სადაც თუშეთში განხორციელებული აქტივობებისა და სამწლიანი მუშაობის შედეგები იქნება წარმოდგენილი.

პროექტი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების მხარდაჭერას ემსახურება, USAID-ის „ზრდა“ პროექტმა ადგილობრივი თემის ჩართულობით გარემოს დაცვისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით შეიმუშავა. ინიციატივა 2018 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც „ზრდამ“ მოახდინა ინტერვენცია აგრარულ, ტურიზმისა და მომსახურების სექტორებში გრანტების, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, ტრენინგების და კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ტექნიკური მხარდაჭერის სახით.

2018-2021 წლებში Zrda-ს ინვესტიცია თუშეთში შეადგენს დაახლოებით 600,000 ლარს, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გენერირებამ 4.1 მილიონ ლარს მიაღწია. აღნიშნული ინვესტიციების შედეგად შეიქმნა 45 ახალი სამუშაო ადგილი.

სტუმარი: ქეთი ჭუმბურიძე - USAID ზრდა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები