მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდგრადობა, კადრები, დაკავშირებადობა - რა გამოწვევებია გლობალურ ტურიზმში?

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი ამბობს, რომ მსოფლიოში ტურიზმის მნიშვნელოვანი და სწრაფი განვითარება ხდება.

მან მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ტურიზმის ინდუსტრიას აქვს და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გამოწვევებს შორის აჰმედ ალ ხათიბმა მათ შორის შრომითი რესურსები და დაკავშირებადობა დაასახელა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფი განვითარება ხდება მსოფლიოში. წლის პირველ ნახევარში 8 მილიარდ მოგზაურს მივაღწიეთ და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. 1.5 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვა წელს ჩვენს ქვეყანაში, ეს ძალიან კარგი ამბავია დარგისთვის და ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომ ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემა არის მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ.

დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით მსოფლიოში, რაც შეეხება მდგრადობას და ჩვენ გამოცდილი გვაქვს მდგრადობის საკითხი, როცა კოვიდი გვქონდა ქვეყანაში, მდგრადობა მაშინ გახდა ძალიან აქტუალური და ბევრ სფეროს შეეხო: სოციალურს, ეკონომიკურს, გარემოს დაცვითს. როდესაც საუბარია მდგრადობაზე, ხალხს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ გარემოს დაცვას და ეკოლოგიას შეეხება. როდესაც კოვიდმა მცირე და საშუალო საწარმოებს გაარტყა და მშიერი ვიყავით, დავინახეთ, რომ 80% მცირე და საშუალო საწარმოები იყო ქვეყანაში და დიდი წვლილი შეჰქონდათ ჩვენს ბიუჯეტსა და ეკონომიკაში. ამიტომ, თუ მომავალში აქცენტი სწორად გაკეთდება და კოვიდის მსგავსი პრობლემა იარსებებს, სწორი პოლიტიკით, მდგრადობით ეს გამოწვევები შემცირდება.

ყველა საუბრობს ტურიზმზე მსოფლიოში, ვხედავთ, როგორ ცდილობს ზოგიერთი ქალაქი, რომ ნაკლები ტურისტი ჩავიდეს, რადგან წუხდებიან ტურისტებისგან. ბევრ ქვეყანაში სადაც ვყოფილვარ, ბევრი ტურისტი კარგია იმიტომ, რომ მთლიან შიდა პროდუქტზე აქვს გავლენა. ჩვენ ისეთი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, რაც მცირე ქვეყნებს დაეხმარება და იმავდროულად, დაიცავს ბუნებას და იმ განძს, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია. ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში მიდის ბუნების, ახალი არქიტექტურის სანახავად, ამის მიუხედავად, მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გლობალური ტურიზმის მდგრადობის ცენტრი დავაარსეთ, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გარკვეული პოლიტიკის განხორციელების შედეგად განვსაზღვრეთ საბაზისო წერტილი, რა წვლილი უნდა შეიტანოს ამ დარგმა სითბური აირების ემისიის შემცირებაში. ამ დარგიდან გასულ წელს 2.3%-იანი წვლილი გვქონდა ემისიებში. გვინდა, რომ ჩვენმა დარგმა ზრდა გააგრძელოს, გაორმაგდეს ზრდა და ამის კვალობაზე შემცირდეს სითბური აირების ემისია.

შრომითი რესურსი კიდევ ერთი გამოწვევაა. ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც. კოვიდის შემდეგ ხელახლა ვიწყებთ კადრების აყვანას. სასტუმროებს ახალი კადრების აყვანა უჭირთ, რადგან სხვა დარგში გადაინაცვლა ამ შრომითმა რესურსმა. ხალხი გვჭირდება, ახალგაზრდები გვჭირდება. ამ სფეროში 80% ახალგაზრდები მუშაობენ, ამიტომ გვჭირდება მათი აყვანა, გადამზადება და ჩვენს დარგზე მორგება.

ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა. იამაიკიდან 24 საათი დასჭირდა ჩემს კოლეგას აქ ჩამოსასვლელად. 120 ქვეყანაში ვარ ნამყოფი ყველა რეგიონში, კარიბის კუნძულების ჩათვლით და დაკავშირებადობა არის პრობლემა“,- აღნიშნა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები