მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მდიდარი, ქედმაღალი, ელიტისტი, დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე" - კონგრესმენი კოენი ივანიშვილზე

სს

დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენის თქმით, როდესაც პირველად შეხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩა.

მისი თქმით, ივანიშვილი ნახა, როდესაც საქართველოში იყო ხელისუფლების ცვლილების პერიოდი, ანუ 2012 წელი, როდესაც ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილები ქართველები, რადგან მათ ეგონათ ხმას დემოკრატიას აძლევდნენ.

„სასტუმროში ვნახე ბატონი ივანიშვილი. უნდა ვაღიარო, როდესაც პირველად დავინახე, ყველა ეს მახასიათებელი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკს შევამჩნიე, - მაშინ ილონ მასკზე ბევრი არაფერი ვიცოდი... მდიდარი, ქედმაღალი, ელიტისტი, დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. მე ვიფიქრე, ეს არის კარგი ტიპი-მეთქი? მაგრამ მან დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები… და ეს „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მან ასევე ისაუბრა „MEGOBARI“ აქტზე და თქვა, რომ გაუგონარია, რომ მისი მიღება ვერ მოხდა, რადგან აქტს დიდი მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა იმართება. მოსმენის სახელწოდებაა „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.

სხდომა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა.

მომხსენებლები არიან მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ლუკ კოფი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები