გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.
"გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდინარე ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ-ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ-ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება. დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ადიდებული მდინარეების და უხვი ნალექის შედეგად სტიქიის ზონად იქცა ქვემო ქართლი, განსაკუთრებით მარნეული, იმერეთის რიგი მუნიციპალიტეტები, კახეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი და დაბა. ადიდებულია მდინარე ვერეც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.