მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენისა და გამოუსადეგარი ავეჯის გადაყრა დაუშვებელია - "თბილსერვის ჯგუფი"

64c2476f190a8
BM.GE
27.07.23 14:39
601
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მდინარე გლდანულის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავეს. ტერიტორია სპეცტექნიკის საშუალებით სამშენებლო ნარჩენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გაიწმინდა.

„კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ჩავატარეთ გლდანის რაიონში, კონკრეტულად, გლდანულაში, N8 კორპუსის მიმდებარედ. ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის გაწმენდას ითხოვდა და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირებაც მყისიერი იყო. მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენისა და გამოუსადეგარი ავეჯის გადაყრა დაუშვებელია. სამწუხაროდ, დამონტაჟებული ფოტოხაფანგებიც მოიპარეს, თუმცა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აუცილებლად გაკონტროლდება მიმდებარე ტერიტორია“, - აღნიშნა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები