მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მდუმარე დეპუტატები" მე-9 მოწვევის პარლამენტში

5a6722c529358
ელენე გოგბერაშვილი
23.01.18 15:47
2687
მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრების აქტივობის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან გამოითხოვა. პარლამენტის 150 დეპუტატიდან 2017 წლის განმავლობაში პარლამენტარების საკმაოდ დიდ ნაწილს სესიებზე მიკროფონი სართოდ არ ჩაურთავს და არც კანონშემოქმედებით პროცესში მიუღია მონაწილეობა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან ხალხის არჩეულ 30 დეპუტატს მთელი წლის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია. მათ შორის არიან ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი და კიდევ სხვა დეპუტატები. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ამ პარლამენტარებიდან დიდი ნაწილი ქართული ოცნების დეპუტატია.









დასახელებულ 30 დეპუტატს შორის დეპუტატებმა:ლევან კობიაშვილმა, ფატი ხალვაშმა, ილია ნაკაშიძემ, ედიშერ თოლორაიამ, დიმიტრი მხეიძემ, გიორგი ბეგაძემ და ანზორ ბოლქვაძემ, თუმცა, მათ გასულ წელს ერთხელ მაინც ისარგებლეს სიტყვით გამოსვლის უფლებით.

მხოლოდ ორჯერ დააფიქსირა აზრი მთელი წლის განმავლობაში დეპუტატებმა:ირინა ფრუიძემ, კარლო კოპალიანმა და ბიძინა გეგიძემ.

რაც შეეხება აქტიურ პარლამენტარებს, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე ყველაზე ხშირი გამომსვლელი ტრიბუნასთან იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია. ამ მხრივ აქტიურები იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები- სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე.

გარდა სიტყვით გამოსვლებისა, პარლამენტარების პირდაპირი მოვალებაა ასევე საკანონმდებლო აქტივობა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა მოგვაწოდა, ირკევა, რომ კანონშემოქმდებით პროცესში ყველა მეტად მთელი წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი რომან გოცირიძე იყო ჩართული. ამ პერიოდში მან 18 კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონშემოქმედებით პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე რომან კაკულია, აკაკი ზოიძე და ოთარ დანელია.

ჩვენ დავინტერესდით, გააჩნია თუ არა რაიმე ბერკეტი პარლამენტს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც საორგანიზაციო დეპარტამენტი აგროვებს, რაიმე ტიპის რეაგირება მოახდინოს საკანონმდებლო ორგანომ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გიორგი კახიანი, დეპუტატების აქტივობას მათ ამომრჩეველთან პირადი პასუხისმგებლობით ხსნის და ამბობს, რომ მათზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი პარლამენტს არ აქვს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები