მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მძიმე გამოწვევაა, თუ კლიმატურმა პირობებმა ხელი შეგვიწყო, სამუშაოები 2 კვირაში მოესწრება - წერეთლის გამზირის ახალი კონტრაქტორი

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორ კომპანიასთან “ერ ტე დესთან” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპთან” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს გაწყვიტა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უკვე შერჩეულია ოთხი კომპანია, რომლებმაც 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაონ და სამუშაოები იანვრის ბოლომდე დაასრულონ.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წერეთლის გამზირის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია “ჯეუ გრუპია”. კომპანიის დირექტორი გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ გაწერილი გეგმა გრაფიკის მიხედვით, წერეთლის გამზირის დაანონსებულ ვადებში დასრულება შესაძლებელია. თუმცა მისი თქმით, პროცესებში მთავარია კლიმატურმა პირობებმა კომპანიას ხელი შეუწყოს, იმისთვის რომ სამუშაო პროცესის წყვეტა არ მოხდეს.

“გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩატარდა კვლევა, სადაც რამდენიმე მონაკვეთზე ჩვენი შეთავაზება გავუგზავნეთ. კონტრაქტი გვეტაძის ქუჩიდან სტანილავსკის ქუჩამდე გავაფორმეთ, დაახლოებით, 1- კილომეტრიანი მონაკვეთია. მონაკვეთზე მოსაწყობია საფუძველი 2 ფენა, სტაბილიზაციით რეციკლირებით, ასფალტის ქვედა და ზედა ფენების დაგება, ბორდიურის ჩამოსხმა და ჭების ნიშნულზე მოყვანა.

ამ ეტაპზე რა გეგმა გრაფიკიც გავაკეთეთ 2-კვირიანი მუშა პროცესი სჭირდება ამას და 31 იანვრამდე მოსწრებადია თუ რა თქმა უნდა, კლიმატურმა პირობებმა მოგვცა იმისა საშუალება, რომ არ გავჩერდეთ და ტექნოლოგიური ციკლი არ დაირღვეს.

გამოწვევა ძალიან მძიმეა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და 31 იანვარი პრაქტიკულად დედლაინივითაა დათქმული და ფართოდ გაჟღერებული თარიღია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქმა ის პროდუქტი, იმ ვადაში მიიღოს რა ვადაშიც ამ ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებაა დაანონსებული”, - აცხადებს კომპანია “ჯეუ გრუპის” დირექტორი გიორგი თავართქილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები