მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე-17 ადგილი ქვეკომპონენტში, 56-ე ადგილი ინდექსში - რას (არ) წარმოაჩენს "ოცნების" განცხადება?

ინდექსი

დღეს პარტია "ქართულმა ოცნებამ" გამოაქვეყნა ინფორმაცია "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსში" წარმატების შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს არ იყო დამოუკიდებელი ინდექსი, არამედ გლობალური ინოვაციების მრავალკომპონენტიანი ინდექსის (GII) ერთ-ერთი ქვეკომპონენტი, რომელიც დღეს გამოქვეყნებული განცხადებით ცალკე ინდექსად არის წარმოჩენილი. ამასთან, აღნიშნულ ინდექსს 99 ქვეკომპონენტი აქვს და მისი შედეგებით საქართველო მსოფლიოში არა მოწინავე ადგილზე, არამედ 56-ე პოზიციაზეა.

აღნიშნულ ქვეკომპონენტში საქართველო 17-ე ადგილზეა მსოფლიოში, რაც ზომავს მშპ-სთან მიმართებით ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს. თუმცა, ერთი სიტყვა არაა ნახსენები იმის შესახებ, რომ თავად ამ ანგარიშში საქართველო ჯამურად 56-ე პოზიციაზეა.

GII ინდექსის ავტორია საავტორო უფლებების გლობალური ორგანიზაცია (WIPO) და ის შვიდი ძირითადი სვეტისგან შედგება. ამ შვიდ ძირითად სვეტში კი თავის მხრივ 99 ქვეკომპონენტია. ამ ქვეკომპონენტებიდან ზოგიერთში საქართველო საკმაოდ მაღალ პოზიციებზეა, მაგალითად იმ ქვეკომპონენტში, რომელიც ბიზნესგარემოს აღწერს, თუმცა ისეთ კრიტიკულ კომპონენტებში, რომლებიც განათლებასთან და ინოვაციებთან არის კავშირში საქართველოს უფრო უარესი შედეგები აქვს. მაგალითად მშპ-თან მიმართებით განათლების ხარჯებით საქართველო 90-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება, უშუალოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის ქვეკომპონენტს, ის ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახდელო ბალანსის მონაცემებს. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს 2023 წლის მდგომარეობით, ბოლო 3 წლის - 2021 და 2022 და 2023 FDI-ის მაჩვენებლის მშპ-სთან ფარდობის საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, ამ კომპონენტის დათვლაში არაა შესული 2024 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რომელიც 18.6%-ით (360 მილიონი დოლარით) შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ FDI-ს კლება 2025 წელსაც გაგრძელდა და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 764 მილიონი დოლარი შეადგინა (კლება წინა წელთან 15.5%). თუმცა, იმ მაჩვენებლებით, რომელიც ამ ანგარიშში არის აღნიშნული, რაც 2023 წლის მონაცემებს ასახავს, საქართველო მეჩვიდმეტე პოზიციაზეა.

ინოვაციების ინდექსის შვიდივე სვეტი და 99 ქვეკომპონენტი - საქართველო 56-ე ადგილზეა:

კატეგორია / ინდიკატორი ქულა პოზიცია კატეგორიაში
ინსტიტუტები 68.4 28
1.1 ინსტიტუციური გარემო 63.6 47
1.1.1 ბიზნესების ოპერაციული სტაბილურობა* 64.7 63
1.1.2 მთავრობის ეფექტიანობა* 62.5 35
1.2 მარეგულირებელი გარემო 62.6 43
1.2.1 მარეგულირებელი ხარისხი* 68.6 33
1.2.2 კანონის უზენაესობა* 56.5 61
1.3 ბიზნეს გარემო 79.1 6
1.3.1 ბიზნესის კეთების პოლიტიკის სტაბილურობა† 68.7 26
1.3.2 მეწარმეობის პოლიტიკა და კულტურა† 89.5 4
ადამიანური კაპიტალი და კვლევა 33 61
2.1 განათლება 54.9 56
2.1.1 განათლებაზე დანახარჯები, % მშპ 3.7 90
2.1.2 სახელმწიფო დაფინანსება/მოსწავლე, საშუალო სკოლა, % მშპ/მოსახლეობა ინფორმაცია არაა ინფორმაცია არაა
2.1.3 სკოლის სიცოცხლის ხანგრძლივობა, წლები 16.4 30
2.1.4 PISA-ს შკალები კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში 382.7 69
2.1.5 მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობა, საშუალო სკოლა 8.5 16
2.2 უმაღლესი განათლება 39 35
2.2.1 უმაღლესი განათლება, % მთლიანი 78.3 28
2.2.2 მეცნიერებისა და ინჟინერიის კურსდამთავრებულები, % 20.1 80
2.2.3 უმაღლესი განათლება შემომავალი მობილურობა, % 15.2 14
2.3 კვლევა და განვითარება (R&D) 5.2 77
2.3.1 მკვლევარები, FTE/mn მოსახლეობა. 1,768.20 44
2.3.2 კვლევასა და განვითარებაზე მთლიანი ხარჯები, მშპ-ს % 0.3 82
2.3.3 გლობალური კორპორატიული კვლევასა და განვითარებაში ინვესტორები, ტოპ 3, მილიონი აშშ დოლარი 0 44
2.3.4 QS უნივერსიტეტების რეიტინგი, ტოპ 3* 0 80
ინფრასტრუქტურა 41.2 73
3.1 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) 73.1 78
3.1.1 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომა* 87.8 61
3.1.2 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება* 83.8 41
3.1.3 სამთავრობო ონლაინ მომსახურება* 47.7 96
3.2 ზოგადი ინფრასტრუქტურა 27.6 88
3.2.1 ელექტროენერგიის გამომუშავება, გვტ.სთ/მლნ მოსახლეობა. 3,891.90 56
3.2.2 ლოჯისტიკის მუშაობა* 27.3 76
3.2.3 მთლიანი კაპიტალის ფორმირება, % მშპ 24.6 51
3.3 ეკოლოგიური მდგრადობა 23 57
3.3.1 მშპ/ენერგიის გამოყენების ერთეული 12.8 48
3.3.2 დაბალნახშირბადიანი ენერგიის გამოყენება, % 33 33
3.3.3 ISO 14001 გარემო/მილიარდი PPP$ მშპ 0.3 112
ბაზრის განვითარება 38.7 59
4.1 კრედიტი 36.9 42
4.1.1 სტარტაპებისა და მასშტაბური ბიზნესების დაფინანსება† ⏲ 64 24
4.1.2 კერძო სექტორისთვის გაცემული შიდა კრედიტი, % მშპ 66.1 45
4.1.3 მიკროსაფინანსო ინსტიტუტებიდან სესხები, % მშპ 2.2 20
4.2 ინვესტიცია 3.1 85
4.2.1 საბაზრო კაპიტალიზაცია, % მშპ ინფორმაცია არაა ინფორმაცია არაა
4.2.2 მიღებული საწარმოო კაპიტალი (VC), გარიგებების რაოდენობა/მილიარდი PPP$ მშპ 0.1 78
4.2.3 გვიანი ეტაპის VC გარიგებების რაოდენობა, % გლობალური VC 0 102
4.2.4 VC ინვესტორები, გარიგებების რაოდენობა/მილიარდი PPP$ მშპ 0.2 53
4.2.5 VC ინვესტორის თანამონაწილეობა/მილიარდი PPP$ მშპ 0 68
4.3 ვაჭრობა, დივერსიფიკაცია და ბაზრის მასშტაბები 76.1 47
4.3.1 გამოყენებული სატარიფო განაკვეთი, საშუალო შეწონილი % 0.3 4
4.3.2 შიდა ინდუსტრიის დივერსიფიკაცია 87.1 48
4.3.3 შიდა ბაზრის მასშტაბი, მილიარდი PPP$ 102.2 93
ბიზნესის დახვეწილობა 28.2 69
5.1 ცოდნის მქონე მუშაკები 32.3 84
5.1.1 ცოდნაზე დაფუძნებული დასაქმება, % ⏲ 24.7 59
5.1.2 დასაქმებული ქალები მაღალი ხარისხით, % ⏲ 19.5 38
5.1.3 ახალგაზრდების დემოგრაფიული დივიდენდი, % 32.4 78
5.1.4 ბიზნესის მიერ შესრულებული GERD, % მშპ ინფორმაცია არაა ინფორმაცია არაა
5.1.5 ბიზნესის მიერ დაფინანსებული GERD, % ⏲ 1.7 85
5.2 ინოვაციური კავშირები 25.1 67
5.2.1 საჯარო კვლევა-ინდუსტრიის თანაპუბლიკაციები, % 1.1 83
5.2.2 უნივერსიტეტ-ინდუსტრიის კვლევისა და განვითარების თანამშრომლობა† 41.9 48
5.2.3 უნივერსიტეტის ინდუსტრია და საერთაშორისო ჩართულობა, ტოპ 5* 6.1 99
5.2.4 კლასტერის განვითარების მდგომარეობა† 66.4 38
5.2.5 პატენტების ოჯახები/მილიარდი PPP$ მშპ 0.1 59
5.3 ცოდნის შთანთქმა 27 68
5.3.1 ინტელექტუალური საკუთრების გადახდები, მთლიანი ვაჭრობის % 0.6 63
5.3.2 მაღალტექნოლოგიური იმპორტი, მთლიანი ვაჭრობის % 6.9 89
5.3.3 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომსახურების იმპორტი, მთლიანი ვაჭრობის % ვაჭრობა 1.1 88
5.3.4 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინება, % მშპ 7.6 17
5.3.5 კვლევითი ნიჭი, % ბიზნესში ინფორმაცია არაა ინფორმაცია არაა
ცოდნისა და ტექნოლოგიების გამომუშავება 21 66
6.1 ცოდნის შექმნა 14.1 68
6.1.1 პატენტები წარმოშობის მიხედვით/მილიარდი PPP$ მშპ 1 54
6.1.2 PCT პატენტები გამომგონებლის წარმოშობის მიხედვით/მილიარდი PPP$ მშპ 0.1 65
6.1.3 სასარგებლო მოდელები წარმოშობის მიხედვით/მილიარდი PPP$ მშპ 0.8 24
6.1.4 სამეცნიერო და ტექნიკური სტატიები/მილიარდი PPP$ მშპ 9.1 76
6.1.5 ციტირებადი დოკუმენტები H-ინდექსი 10.8 73
6.2 ცოდნის გავლენა 29.1 53
6.2.1 შრომის პროდუქტიულობის ზრდა, % 6.3 1
6.2.2 უნიკორნის შეფასება, % მშპ 0 53
6.2.3 პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები, % მშპ 0 109
6.2.4 მაღალტექნოლოგიური წარმოება, % 11.2 83
6.3 ცოდნის გავრცელება 19.8 63
6.3.1 ინტელექტუალური საკუთრების შემოსავლები, % მთლიანი ვაჭრობა 0.1 69
6.3.2 წარმოებისა და ექსპორტის სირთულე 47.5 66
6.3.3 მაღალტექნოლოგიური ექსპორტი, % მთლიანი ვაჭრობა 0.8 86
6.3.4 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტი, % მთლიანი ვაჭრობა 5.4 21
6.3.5 ISO 9001 ხარისხი/მილიარდი PPP$ მშპ 1.7 93
კრეატიული გამომავალი 20 76
7.1 არამატერიალური აქტივები 18 81
7.1.1 არამატერიალური აქტივების ინტენსივობა, ტოპ 15, % ინფორმაცია არაა ინფორმაცია არაა
7.1.2 სავაჭრო ნიშნები წარმოშობის მიხედვით/მილიარდი PPP$ მშპ 32.6 58
7.1.3 გლობალური ბრენდის ღირებულება, ტოპ 5,000, % მშპ 1.2 56
7.1.4 სამრეწველო დიზაინი წარმოშობის მიხედვით/მილიარდი PPP$ მშპ 1.8 39
7.2 შემოქმედებითი საქონელი და მომსახურება 11.1 69
7.2.1 კულტურული და შემოქმედებითი მომსახურების ექსპორტი, მთლიანი ვაჭრობის % 0.8 43
7.2.2 ეროვნული მხატვრული ფილმები/მილიონ პოპულაცია 15–69 ⏲ 2.7 47
7.2.3 გასართობი და მედიის ბაზარი/თვე პოპულაცია 15–69 ინფორმაცია არაა ინფორმაცია არაა
7.2.4 შემოქმედებითი საქონლის ექსპორტი, მთლიანი ვაჭრობის % 0.3 73
7.3 ონლაინ კრეატიულობა 33 49
7.3.1 ზედა დონის დომენები (TLD)/თვე პოპულაცია 15–69 5.1 62
7.3.2 GitHub-ის ვალდებულებები/მილიონ პოპულაცია 15–69 27.9 37
7.3.3 მობილური აპლიკაციების შექმნა/მილიარდი PPP$ მშპ 65.9 64

ქვეკომპონენტი, რომელზეც ქართულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა განსხვავებული ფერით არის მონიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები