მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე-3 კვარტალში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2421 ლარამდე გაიზარდა

ხელფასი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 421 ლარი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესს სექტორში ხელფასის ზრდა 231 ლარს შეადგენს.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო ხელფასი:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი;

საქსტატის ცნობითვე, ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასით განისაზღვრა, რაც წლიურად 3%-იანი ზრდაა.

III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7%-ით აღემატება.

ბრუნვის მოცულობის 67.5% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5% — საშუალოზე, ხოლო 18% კი — მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46%, საშუალოზე — 23%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 31%.

მიმდინარე წლის III კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5% მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.5%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამმუშავებელი მრეწველობა — 7.8% წილით, ხოლო მშენებლობის წილი 6.3% იყო.

III კვარტალში ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6%), დამმუშავებელი მრეწველობა (18.3%), მშენებლობა (18.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27%-იანი წილი ეჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები